- Advertisement -

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბანში სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გზის მოასფალტების სამუშაოები განხორციელდება.
მოასფალტების სამუშაოების ღირებულება 674 229 ლარია. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დინ გრუპი“ ახორციელებს.
პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იგეგმება. შედეგად, 400-ზე მეტი ადგილობრივისა და დამსვენებლის გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
პროექტის დაფინანსების წყარო ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტია.

Comments
Loading...