- Advertisement -

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მოწესრიგება გრძელდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში გზის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოასფალტების სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. რეაბილიტირებული გზით 200-ზე მეტი ადგილობრივი და სოფლის სტუმარი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 707 ათასი ლარია.

პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “იბოლია”ასრულებს.

Comments
Loading...