- Advertisement -

ხაშურის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების განვითარების ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’.

ხაშურის მუნიციპალიტეტში პროექტით გათვალისწინებული დანერგვის ეტაპი დაიწყო. თანამშრომელთა გადამზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტრენინგებს უძღვება ა(ა)იპ „ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს ანალიტიკოსი გიორგი რაზმაძე.
პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესებს, ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობასა და შემცირებულ ბიუროკრატიას.

Comments
Loading...