- Advertisement -

ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი ისჯება ჯარიმით ან/და ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით. 

სოფელ ცხრამუხაში, ერთი ერთეული ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზე, 3 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და 6 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.

სახერხი დანადგარი დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის სამართალდამცავ უწყებას გადაეგზავნა.

Comments
Loading...