- Advertisement -

ხაშურის პირველ სკოლაში ახლად რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი გაიხსნა

ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში ახლად რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი გაიხსნა.  რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსით 475 მოსწავლე ისარგებლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

მოეწყო სპორტდარბაზი, რესურსოთახი, თანამედროვე სტანდარტების ბუფეტი და საკლასო ოთახები, სადაც სასწავლო პროცესი ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის წარიმართება.

კორპუსის გახსნა სკოლის 100 წლის იუბილეს დაემთხვა. ღონისძიებას დაესწრნენ და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და საზოგადოებას იუბილე და განახლებული კორპუსის გახსნა მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ. სკოლის მეგობართა სახელით დამსწრეთ მიმართა იოსებ ლომთათიძემ.

სკოლის დირექტორმა მორის დანდურიშვილმა სტუმრებს ახლად გარემონტებული საკლასო ოთხები დაათვალიერებინა. სტუმრები მოსწავლეებსაც გაესაუბრნენ.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ბიუჯეტი 361775.53 ლარით არის განსაზღვრული.

Comments
Loading...