- Advertisement -

ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში ჟურნალ “ათინათის” პრეზენტაცია გაიმართა

ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში ჟუნალ "ათინათის" 2017/3/(25) ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია წარმოადგინეს უფროსმა ბიბლიოთეკარმა მანანა აღაჯანოვმა და ბიბლიოთეკარმა ხათუნა ლაცაბიძემ,- ამის შესახებ ინფრომაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ბიბლიოთეკის მკითხველები გაეცნენ ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორების პოეზიისა და პროზის ნიმუშებს. განიხილეს მასალები ისტორიის, ეკონიმიკის, სოფლის მეურნეობის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჟურნალში გამოქვეყნებულმა ნორჩი "ათინათელების" შემოქმედებამ.

პრეზენტაციის ერთი ნაწილი ყურადღება გამახვილდა ხაშურელ ავტორებსაც დაეთმო. პატარა მკითხველები გაეცნენ ხათუნა ჩიტაძის, მზეგული ტყეშელაშვილის და ჟურნალის მთავარი რედაქტორის გულნაზ ხარაიშვილის ლექსებს.

Comments
Loading...