- Advertisement -

ხაშურის სკოლაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო სუხიაშვილი ხაშურის წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე იმსჯელეს საზოგადოების როლზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საქმეში . განიხილეს გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო მექანიზმები, ისაუბრეს სასამართლო პრეცენდენტებზე ცნობილი მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის სასამართლო პრაქტიკიდან.
შეხვედრა Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნინო კიკნაძის ინიციატივით ჩატარდა.

Comments
Loading...