- Advertisement -

ხაშურის სოფლებში გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსაანთუბანში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელების შედეგად სოფლად მცხოვრები მოქალაქეების გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
გზის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 818 348 ლარია. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰედეფ ჯორჯია“ ასრულებს.

Comments
Loading...