- Advertisement -

ხაშურს აშშ ელჩი სტუმრობდა

ხაშურის მუნიციპალიტეტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სტუმრობდა.

ელჩს შეხვდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ საელჩოს სახალხო დიპლომატიის ოფიცერი ალთია კოლი-მერფრი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფრუიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი მაკა დიდებულიძე, ბიბლიოთეკის ამერიკული სივრცის კოორდინატორი ქეთევან მეტრეველი.
სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნენ როგორც ბიბლიოთეკაში, ისე ამერიკულ სივრცეში მიმდინარე პროგრამებს და პროექტებს. ელჩი დეგნანი ინგლისური ენის პედაგოგთა მიმდინარე ტრენინგსაც შეუერთდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ბიბლიოთეკის ამერიკული სივრცის გაფართოების საკითხებზე, რაც შექმნის შესაძლებლობას ახალი გაფართოებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისთვის, რაც, თავის მხრივ დაეხმარება ადგილობრივი თემის წევრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.

Comments
Loading...