- Advertisement -

ხაშურში ახალი სკვერი მოეწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა ქალაქ ხაშურში, გაგარინის ქუჩაზე სკვერის მოწყობის ახლად დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა,- ამის შესახესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 89 248 ლარი გამოიყო. სკვერი გაგარინის ქუჩის მოსახლეობის თხოვნით გაკეთდა. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც რეკრეაციულმა ზონამ ქალაქის იერსახის გააუმჯობესების, ისე უბანში გართობა- დასვენებისთვის კეთილმოწყობილი სივრცის შექმნის მიმართულებით.

ახლადმოწყობილი სკვერით სხვადასხვა ასაკის ორი ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს. მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების შექმნა და რეაბილიტაცია კვლავაც გაგრძელდება.

Comments
Loading...