- Advertisement -

ხაშურში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

20 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო უფლებამოსილებას შეუდგა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

სხდომა N35 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმედო ლაცაბიძემ გახსნა. მან დამსწრეთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოსა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო. ახლადარჩეული საკრებულოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა გიორგი გურასპაშვილმა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ცნობამდე სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ნოვე ტაბატაძე წარუძღვა.

2017 წლის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობა განსაზღვრულია 31 წევრით. მიღებული ხმების თანახმად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საკრებულოში 21 ადგილი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“-3, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“- 2, „ბაქრაძე, უგულავა -ევროპულმა საქართველომ“ – 2, „შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტულმა პარტიამ“- 1, ხოლო დამოუკიდებლად შემოვიდა 2 დეპუტატი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი მიხეილ ჯანაშვილი, ხოლო მოადგილედ არჩეულია ასევე „ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ნოზაძე.

აირჩიეს საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიათა თავმჯდომარეებიც.

ამავე დღეს უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის საკრებულოს

Comments
Loading...