- Advertisement -

ხაშურში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროქტის ფარგლებში შიდა ქართლის საპილოტე, ატენისა და ფლევის თემების განვითარების გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბდა ქალთა ჯგუფები, რომელთა მიზანია ადგილობრივი თემის განვითარების პროცესში სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალის ჩართულობა საკუთარ უფლებებზე და სხვა იმ საკითხებზე ცოდნის ამაღლებით, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და კეთილდღეობას განსაზღვრავს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიცირებით, პროცესში ხაშურის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებიც ჩაერთნენ, რამდენადაც საბჭოები ადგილობრივ დონეზე წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს ადგილობრივ დონეზე ქალთა ჯგუფებთან და ზოგადად მოსახლეობასთან კოორდინაციის და საკუთარ უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
ამ მიზნით სოფელ ტკოცაში ხაშურის მუნიციპალიტეტის ფლევის თემში და გორის მუნიციპალიტეტის ატენის თემში მცხოვრები ქალებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო სუხიაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ვერიკო ბიწაძე და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი სალომე ქინქლაძე.
ტრენინგზე იმსჯელეს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობის საკანონმდებლო მექანიზმებზე, ქალის მიმართ ძალადობის პრევენციის, ქალის ადამიანის უფლებების შესახებ და ა.შ. გაიმართა საინტერესო დისკუსია.
ტრენინგი ტკოცის საჯარო სკოლაში ჩატარდა.

Comments
Loading...