- Advertisement -

ხაშურში დასაქმების ფორუმი გაიმართა

ხაშურში, მთავარი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასაქმების ფორუმი გაიმართა.

კომპანია „ინნ ჯგუფმა“, სასტუმროების ქსელში სხვადასხვა პოზიციების დასაკავებლად, დასაქმების მსურველებთან გასაუბრება ჩაატარა.

„ჩვენ, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია, დაინტერესებულები ვართ ჩვენს სასტუმროებში დავასაქმოთ საქართველოს მოქალაქეები, ვაკანტური პოზიციები კიდევ გვაქვს და ყველა დაინტერესებულს მოვუსმენთ“- განაცხადა კომპანია „ინ ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ჯავახიშვილმა.
დასაქმების ფორუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით მოეწყო.

Comments
Loading...