ხაშურში მდინარის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 10 ივნისი, 2022 4 ხაშურში მდინარე შოლას კალაპოტი იწმინდება. „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია შოლის გაწმენდით სამუშაოებს პერიოდულად ატარებს. ამ ეტაპზე პროცესები ვეფხვაძეების უბანში მიმდინარეობს და ყველა საჭირო ლოკაციას მოიცავს. მდინარე შოლას დახურული მონაკვეთების მშენებლობა თავის დროზე სტანდარტების დაცვით არ განხორციელდა, ცუდი გამტარუნარიანობა აქვს, ამ ყველაფერს კი ემატება მდინარეში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაყრა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვანია როგორც სტიქიის პრევენციისთვის, ასევე, ეკოლოგიური თვალსაზრისით“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა. მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი პაპიაშვილი, მისი განმარტებით, სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და ღირებულება 97 777 ლარს შეადგენს.