ხაშურში საახალწლო კონცერტი 31 დეკემბრის 23:00 საათზე დაიწყება ხაშურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 დეკემბერი, 2017 478 ხაშურში საახალწლო მთავარი ნაძვის ხე უკვე აინთო. ხაშურელებს და მუნიციპალიტეტის სტუმრებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის შესახვედრად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ეპატიჟება. სადღესასწაულო კონცერტ, ბექა სონღულაშვილი გაუძღვება. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან თიკა მახალდიანი, სოფო პაპუაშვილი, გიორგი ცხვარიაშვილი, ბენდი „პულსი“ და ხაშურელებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი ჯგუფი „Spam Jam”. ახალი წლის შემობრძანებას ხაშური ფოიერვერკით შეეგებება. კონცერტი 31 დეკემბრის საღამოს 11-ის ნახევრიდან დაიწყება.