- Advertisement -

ხაშურში, სოფელ ოსიაურში ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველმა თამაზ ლაცაბიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ და კონფერენციის ორგანიზატორმა, ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორმა მურად მთვარელიძემ.

კონფერენციის ორგანიზატორებმა გამოთქვეს ინიციატივა, დაარსდეს ლიტერატურული კონკურსი „ტატო“. იდეა განსაკუთრებით მოეწონათ მოსწავლეებს, რომლებიც კონფერენციას პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ.

პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა.

კონფერენციის მონაწილეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის მამის, მელიტონ ბარათაშვილის საფლავსაც მიაგეს პატივი. მელიტონ ბარათაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები სოფელ ოსიაურში გაატარა და ის აქვეა დაკრძალული.

კონფერენცია ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ინიცირებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

ხაშურის მუნიციპალიტეტში სამეცნიერო კონფერენციები უკვე მესამე წელია იმართება. 

Comments
Loading...