ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება ხაშურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 30 აგვისტო, 2018 135 ხაშური – სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებას ახდენს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრების სპეცტექნიკის გაზრდილი რაოდენობა. ტყის ხანძრების სპეცტექნიკა რთულ რელიეფზე გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი ვითარების გართულების შემთხვევაში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ვერტმფრენი. ამ დროისთვის, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.