- Advertisement -

ხაშურში უფასო იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ხაშურში, კოსტავას ქ #11 ში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

საზეიმო ლენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა გაჭრეს.

ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, საკონსულტაციო ცენტრში მომუშავე იურისტ-კონსულტანტი სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხებზე: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
ცენტრის გახსნის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, იურიდიული სამსახურის დირექტორმა, ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.
ხაშურში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

Comments
Loading...