- Advertisement -

ხაშურში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

ხაშურში წყალმომარაგების სისტემებისა და საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ამ საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ჯერ კიდევ ივნისის თვეში გაიმართა. შეხვედრაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგეობის თანამშრომლებმა და დონორმა ორგანიზაციებმა პრობლემის არსი და მისი გადაჭრის შესაძლო გზები განიხილეს.

ამ ეტაპზე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ“ გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების და წყალანირების გამწმენდი ნაგებობის დეტალური პროექტირების საპროექტო მომსახურებაზე იზრუნებს.

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 879 000 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულება ხაშურში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაციის, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტირებას ითვალისწინებს.
მსგავსი მასშტაბის პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში ათწლეულებია, არ განხორციელებულა.

მისი დასრულების შემდგომ ხაშურში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მტკივნეული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

Comments
Loading...