ხაშურში 8 მარტი იმ ადამიანებს მიულოცეს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალიტეტის დასუფთავებასა და იერსახეზე რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 8 მარტი, 2021 8 ხაშურში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, ა(ა) იპ „ხაშურსერვისის“ ხელმძღვანელმა ნუკრი ცხოვრებაძემ და მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე-8 მარტი, იმ ადამიანებს მიულოცეს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალიტეტის დასუფთავებასა და იერსახეზე. მათ ა(ა) იპ „ხაშურსერვისის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ ქალებს, ყვავილები და ტკბილეული გადასცეს. ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველწლიურად, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულად ულოცავს. ღონისძიება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.