- Advertisement -

ხაშურში 9 აპრილი აღინიშნა

9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები გაიხსენეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა მეუფე სვიმეონმა. მან აღნიშნა, რომ ამ ადამიანების ღვაწლი ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ყოველთვის უნდა ვილოცოთ მათი სულებისთვის და ვეცადოთ, ქვეყნის ღირსეული შვილები ვიყოთ.

ღონისძიებაში, ჩართულები იყვნენ ახალგაზრდებიც რომელთაც გმირებს, ტრადიციულად, ტიტებით მიაგეს პატივი.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის ღონისძიების ორგანიზატორი იყო: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური და ა(ა)იპ კულტურის ცენტრების გაერთიანება.

Comments
Loading...