- Advertisement -

ხაშურში 9 მაისი აღინიშნა

ხაშურის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღინიშნა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა ეკატერინე დუგლაძემ და თენგიზ ჩიტიაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით მიაგეს პატივი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას, ხოლო ომის ვეტერანებს – ნინო ქურდაძეს, პლატონ ნოზაძეს და ივანე შახპარუნოვს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სახლში მიულოცეს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვეს.
ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის, ერთჯერადი სოციალურ დახმარებას მიიღებენ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ადგილობრივი ბიუჯეტი 300 ლარის ოდენობის თანხითაც დაეხმარება.

Comments
Loading...