- Advertisement -

ხაშურ-ქალაქობის დღესასწაულზე დამსახურებული მოღვაწეები დააჯილდოვეს

ხაშურ-ქალაქობის დღესასწაულზე, ხაშურის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად დამსახურებული ადამიანები დააჯილდოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ხაშურის საპატიო მოქალაქის ტიტული გადაეცათ ფილოლოგიის მეციერებათა დოქტორ მურად მთვარელიძეს ხანგრძლივი და მაღალპროფესიული პედაგოგიური, აკადემიური, შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის; ვეტერან სპორტსმენს და მწვრთნელს თემურ კობერიძეს ხაშურში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში გაწეული ღვაწლისთვის; ექიმ ელზა მენაბდეს მედიცინის სფეროში ხანგრძლივი და მაღალპროფესიული მოღვაწეობისთვის და გაზეთ „ხაშურის მოამბეს“ რედაქტორ რობერტ სუხიაშვილს მედია სფეროში ხანგრძლივი და მაღალპროფესიული მოღვაწეობისთვის.

დაჯილდოვდნენ დიმიტრი ყიფიანის პრემიის ლაურეატებიც. განსაკუთრებული დამსახურებისთვის ქვეყნისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე დიმიტრი ყიფიანის პრემია გადაეცა დიმიტრი ყიფიანის მკვლევარსა და შთამომავალს, თამარ მიქაძეს. დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი დიმიტრი ყიფიანის პრემიით დაჯილდოვდა პროფესორი თამაზ ჯოლოგუა.

ხაშურ-ქალაქობის დღესასწაულზე ფოლკლორის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფოლკლორის დამსახურებული მოღვაწის ტიტული ალექსანდრე ნემსაძემ დაიმსახურა.

 

Comments
Loading...