- Advertisement -

ხელვაჩაურის რაიონში ნავის გადაბრუნების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში ნავი გადაბრუნდა, შედეგად ნავზე მყოფი 4 ადამიანიდან ოთხივე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" საგანგებო სიტუციების მართვის  სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, 3 გარდაცვლილი უკვე გამოყვანილია წყლიდან, ხოლო მეოთხეს სამძებრო სამუშაეობი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

წინასწარი ინფორმაციით, ისინი მდინარეზე ჯომარდობდნენ. 

Comments
Loading...