- Advertisement -

ხელვაჩაურში, “ოცნების ქალაქში” 9 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

ხელვაჩაურში ე.წ. "ოცნების ქალაქში" ბოლქვაძეების საცხოვრებელი ფიცრული დაიწვა. შემთხვევის შედეგად ცხრასულიანი ოჯახის არცერთი წევრი არ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. ოჯახის წევრების ვარაუდით ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზები გახდა. ბოლქვაძეებს ალტერნატიული ღამის გასათევი ფართი არ აქვთ. ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა სახის დახმარებას გაუწევს სამინისტრო ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით.

Comments
Loading...