- Advertisement -

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებულები სამი თვის ანაზღაურების გადახდას ითხოვენ

ახალსოფლის ტექსტილის ფაბრიკის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განმარტებით კომპანია გაკოტრდა, დაპირების მიუხედავად სამი თვის ანაზღაურება კი თანამშრომლებს არ გადაუხადა.

"სამი თვეა არ მიგვიღია ხელფასი, რამდენიმე დღის წინ უმრავლესობა დაგვითხოვეს ისე, რომ დღემდე არ ვიცით, სამკერვალო საერთოდ დაიხურა თუ დროებით. ხელფასებზე საერთოდ არავინ გველაპარაკება"-განაცხადა აქციის მონაწილემ.

საპროტესტო აქციაზე ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი განმარტებით ფაბრიკის ხელმძღვანელობისგან მიიღეს დაპირება, რომ 10 ივნისამდე სახელფასო დავალიაბებას კომპანია გაისტუმრებდა, თუმცა დანაპირები არ შესრულდა. მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში ურჩევენ.

ფაბრიკა თურქული ინვესტიციით 7 თვის წინ გაიხსნა, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო საწარმომ მუშაობა შეწყვიტა. მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე განმარებებს არ აკეთებენ კომოანიაში.

Comments
Loading...