- Advertisement -

ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ადგილობრივები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნე

ადგილობრივები ავტობანის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, მიზეზი კი, მათი თქმით საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარებია, რომლის მიზეზადაც მძიმე ტექნიკის გადაადგილებას ასახელებენ.

აქციის მსვლელობისას, ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება აქციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის მას შემდეგ მოხდა, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა.
ადგილობრივები, ავტობანზე, დასაქმებულებს შესვლისა და მშენებლობის გაგრძელების უფლებას არ აძლევდნენ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Comments
Loading...