- Advertisement -

ხელვაჩაურში ჯომარდობისას 4 დაღუპულიდან 3 ტურისტია, ხოლო ერთი ადგილობრივი

ხელვაჩაურში სოფელ კირნათში ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ტურისტი და ერთი ადგილობრივი ჯომარდობის დროს მდინარემ გაიტაცა. თვითმხილველები "აიპრესთან" ყვებიან, რომ ნავის ამობრუნება მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, წყლის ნაკადის მატება თურქეთის ტერიტორიაზე ჰიდროელექტრო სადგურის ჩამკეტი ჯებირის გახსნამ განაპირობა.

ადგილობრივების ნაწილი კი მეორე ვერსიაზე საუბრობს. მათი მტკიცებით ნავი ჰესის ქვეშ ჯებირს გამოედო, რამაც ნავის გადაბრუნება გამოიწვია.

ადგილობრივები ასევე, განმარტავენ, რომ ხშირია მდინარე ჭოროხზე ჯომარდობა, მსგავსი შემთხვევა კი მანამდე არასდროს დაფიქსირებულა.

ქართველი დაღუპული სოფელ კირნათის მკვიდრი მამუკა დიდმანიძეა. როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი ის ტურისტებს მდინარე ჭოროხზე ნავით ხშირად ასეირნებდა.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ცხედრები მდინარიდან მაშველებმა ადგილობრივებთან ერთად ამოიყვანეს. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება 116 მუხლით დაიეყო, რაც სიცოხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Comments
Loading...