- Advertisement -

ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა მომავალი წლიდან ხერთვისის ციხესიმაგრის დამთვალიერებლებს კომპლექსის მიმდებარედ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უკვე შესრულებული სამუშაოების ხარისხი ადგილზე შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. მინისტრი პროექტების მიმდინარეობის პროცესს რეგიონებში სისტემატურად განაგრძობს.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მისასვლელ გზაზე იგება ქვაფენილი, ასევე ხდება ვიზიტორთა ცენტრის შენობის მოპირკეთება და გალავნის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

სამუშაოებისთვის 1, 5 მილიონ ლარია გამოყოფილი. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის მარტში დასრულდება.

Comments
Loading...