- Advertisement -

ხე-ტყის ჭრა ჩვენი ერთადერთი შემოსავალია – დაპირისპირება სვანეთში პოლიციასა და მოსახლეობას შორის

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით გამოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებენ. ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა სამართალდამცველებს ჩხრეკის უფლებას არ აძლევენ. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჭუბერსა და ხაიშშის დამაკავშირებელ გზაზე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საგამოძიებო სამსახური ხე- ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესასწავლად სოფელში დღეს დილით შევიდა.

მოსახლეობის თქმით, ხის გადამამუშავებელი დანადგარების წაღებას აპირებენ, რისი უფლებაც არ მისცეს, რასაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა – მოსახლეობამ სამართალდამცველებს ხის ხელკეტები და ქვები ესროლა. ადგილობრივებმა და ზემო სვანეთის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველები აპირებდნენ შესვლას, ეძებდნენ ხის დანადგარს, მოსახლეობამ კი მათ ამის უფლება არ მისცა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებას თუ სურს ამ პოლიტიკის გატარება, მაშინ ალტერნატიული სამუშაო უნდა შესთავაზონ, რადგან მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ხეზე მუშაობაა.

Comments
Loading...