- Advertisement -

ხვალ, ბათუმში ბაქარაძის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდებათ

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ბარცხანის დასახლებაში, აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ 25 ივლისს 10:00 საათიდან, 14:00 საათამდე წყალმომრაგების მიწოდება შეუწყდება ბაქარაძის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.
"ბათუმის წყალმა" წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

Comments
Loading...