- Advertisement -

ხვალ დარიალის გვირაბი გაიხსნება

ხვალ, 09 სექტემბერს, 13:00 საათზე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 – კმ135 მონაკვეთზე, დარიალის გვირაბის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ახალი გვირაბი, სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემას და გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.

Comments
Loading...