- Advertisement -

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოსთან (ვიდეოები)

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი არ შეუშვეს. დავით მჟავანაძე საკრებულოს დარბაზში პროტესტის ნიშნად შიშილობის დაწყებას გევმავდა. ის სამართალდამცავებმა შენობიდან ძალდატანებით გამოიყვანეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან აქციას მართავენ. 

მათი მოთხოვნაა გადაკვალიფიცირდეს საკრებულოს წევრების ბრალდება, რომლებმაც ბესო ქათამაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ოპოზიციის მტკიცებით ეს არ იყო უბრალოდ ცემა ეს იყო წინასწარ განზრახული ორგანიზებული დანაშაული. 

Comments
Loading...