- Advertisement -

ხმაური და დაპირისპირება ფოთში, საკრებულოს სხდომაზე – ოპოზიცია ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

ხმაური და დაპირისპირება იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლება, ხელისუფლება ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით საკრებულის დეპუტატები მოსახლეობას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურებიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

ოპოზიციამ დღეს სხდომაზე ფოტო მასალაც წარმოადგინა.

“არჩევნები გაყალბებით მიმდინარეობდა. ქართველმა ხალხმა მაინც აჯობა ამ ცრუ, ოლიგარქიულ, ფეოდალურ მმართველობას და ხმა მისცა იმას ვინც საქართველოს წაიყვანს წინ. საქმეც იმაშია , რომ მიდიან მოქალაქეებთან და ეუბნებიან თუ არ მისცემენ ხმას “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს სამსახურიდან გაათავისუფლებენ. აშინებენ ამომრჩევლებს. ზეწოლის გარეშე მისცენ ხალხს საშუალება გააკეთონ თასვისუფალი არჩევანი,”-განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებს აგიტაცია კანონით არ ეკრძალებათ, შესაბამისად „ნაციონალენის” ბრალდება უსაფუძვლოა.

“ის კომენტარი რაც უნდა გამეკეთებინა, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თქვა და გაიხსენა ის პერიოდი. სწორედ ის ძალა მოდის, თუ გამოუშვა ხალხმა, რომელმაც უსაფუძვლო ბრალდებებით 40 ათასი ადამიანი ჩასვა ციხეში. საკრებულოს წევრს სრული უფლება ქონდა თავის უბანში გაეწია აგიტაცია. ახლა ესენი აშინებენ ხალხს, აი მოვა მიშა და დაგიჭერთ კიდე. დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქი სწორ არჩევანს გააკეთებს ,”-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ.

Comments
Loading...