ხმაური ხულოს საკრებულოში – ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა Videoipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 28 თებერვალი, 2019 148 ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დაიწყო ხულოს საკრებულოს სხდომა, ხოლო მოგვიანებით კი ოპოზიციის გარეშე გაგრძელდა, რადგან მათ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. ოპოზიციის უკმაყოფილება დღის წესრიგით გათვლილმა პირველმა საკითხმა გამოიწვია, რაც პარტია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის” ფრაქციის შექმნის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ, ხულოს მუნიციპალუტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2019 წლის 19 თებერვალს #26-10 დასკვნის განხილვას გულისხმობდა ოპოზიციის მტკიცებით ოქმი გაყალბებულია, მათივე განცხადებით საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ. ხულოს საკრებულოს სხდომა სადაც დღის წესრიგით 5 საკითხია გათვლილი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ხულოს საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან”, საკრებულოს თავმჯდომარეს, ჯუმბერ დიმიტრაძეს ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს. სხდომახულო