- Advertisement -

ხობის გამგეობაში გრიპის, მკურნალობის და ეპიდემიოლოგიის თემაზე სემინარი ჩატარდა

31 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ლექცია-სემინარი გამართეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ლექცია გრიპის, მწვავე რესპირაციული ინფექციების მკურნალობას და პროფილაქტიკური ღონისძიებების პრევენციას ეხებოდა, რომელიც უბნის ექიმებს, პედიატრებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებს ჩაუტარდათ.

ლექცია-სემინარის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

Comments
Loading...