- Advertisement -

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ადგილობრივები სოფლის ბაღის შესაძლო დახურვას აპროტესტებენ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფლის ბაღის შესაძლო დახურვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 600 კომლიანი სოფელი ბაღის გარეშე დატოვა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ. ადგილობივებს ხობის ბაღების გაერთიანების ხელმძღნელი ელისო კვიკვინია შეხვდა. მისი ინფორმაციით, ბაღის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ყადაღა ადევს. ადგილობრივი ხელისუფლება აღსაზრდელებს ახლომდებარე სოფლის ბაღში გადაიყვანს, ან ალტერნატიულ ფარტს მოიძიებს.

ადგილზე "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებიან.

ცნობისთვის, ხობში გასულ წელს სამი ბაღი დაიხურა.

Comments
Loading...