- Advertisement -

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ყორათზე ახალი ხიდი აშენდა

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლბთან ერთად,  მდინარე ყორათზე აშენებული ახალი ხიდი დაათვალიერა. ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.

 არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს.

პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია.

ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის შედეგად, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე  მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და  მისმა ღირებულებამ 1 677 000 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში 22 ადამიანი დასაქმდა.

Comments
Loading...