- Advertisement -

ხობში, თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის სივრცითი დაგეგმვის ტრენინგი ჩატარდა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო გეგმების შემუშავების შესახებ კლასტერული ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტი, „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ (srmidp) ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განითარების სააგენტოს ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი განხორციელება 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.

Comments
Loading...