- Advertisement -

ხობში, სოფელ ნოჯიხევში ხიდ-ბოგირის, ხიდისა და წარეცხილი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის დროს დაზიანებული ხიდ-ბოგირის, ხიდის და წარეცხილი გზის რეაბილიტაცია და 80 მეტრ მანძილზე გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 143 ათას ლარს შეადგენს და სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.

Comments
Loading...