ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობისათვის “ქართული ოცნებიდან” გივი ჭიჭინაძე იბრძოლებს იმერეთის მხარე დამატების თარიღი 28 მარტი, 2018 380 იმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა. გივი ჭიჭინაძე ვანი-ხონში ჩასატარებელი არჩევნებისთვის ემზადება. ამ დროისთვის იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას პირველი ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. ცნობისთვის, გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის პოზიციას 2015 წლიდან დღემდე იკავებდა. არჩევნები ვანსა და ხონში 28 აპრილს გაიმართება.