- Advertisement -

ხონში, მანქანში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვლილი იპოვეს

ხონში, მდინარე გუბისწყალის ტერიტორიაზე მანქანში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.  არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...