- Advertisement -

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი გომარდული ოფიციალურად 23 დეკემბერს გაიხსნება

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, კუროორტი გომარდული კვლავ გაიხსნება. როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე „აიპრესთან“ აცხადებს, კურორტი გომარდული ოფიციალურად 23 დეკემბერს გაიხსნება.

კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, შუახევიდან 23 კილომეტრში მდებარეობს, 2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა, მაგრამ გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ დაკისრებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო, ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თანხის გადაუხდელობის გამო, სააქციო საზოგადოების ქონება 800 ათასი ლარით იყო დაყადაღებული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აქციონერებს ყადაღა მოუხსნა, სანაცვლოდ კი კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განახლება მოსთხოვა.

კურორტ გომარდულის გახსნას გუშინ აჭარის მთვრობის თავმჯდომარის შემაჯამებელ სხდომაზეც განიხილეს, სადაც ხაზი გაესვა კურორტ გოდერძზე გაზრდილ ინვესტიციებს, ასევე 5 წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტ "გომარდულის" ამოქმედებას.

Comments
Loading...