- Advertisement -

ხულოს არცერთ სკოლას მანდატური არ ჰყავს

ხულოს მუნიციპალიტეტის არცერთ საჯარო სკოლაში მანდატური არ ყავთ, რაც შეეხება ვიდეო კონტროლს მუნიციპალიტეტის 49 საჯარო სკოლიდან ვიდეო კონტროლი მხოლოდ 25-მდე სკოლაშია. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ მიაწოდა.

მისივე განცხადებით თუ სამინისტრო საჭიროდ ჩათვლის მზად არიან ვიდეო კონტროლი ყველა სკოლაში დააწესონ. რაც შეეხება მანდატურებს ედუარდ მიქელაძის განცხადებით იმისთვის, რომ სკოლას მანდატური ყავდეს საჭიროა სკოლაში 400 მოსწავლე სწავლობდეს რაც ხულოს არცერთ სკოლაში არ არის. 

„ვიდეო კონტროლი 25 სკოლაში გვაქვს უკვე და თუ განათლების სამინისტრო საჭიროდ ჩათვლის ყველა საჯარო სკოლას აუცილებლად აღვჭურავთ ვიდეო თვალით. რაც შეეხება მანდატურებს ხულოს არცერთ სკოლაში არ გვყავს, იქედან გამომდინარე, რომ მუნიციპლიტეტის არცერთ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა არ არის 400 ან მასზე მეტი, ხოლო იმისთვის, რომ სკოლას მანდატური ჰყავდეს მოსწავლეთა რაოდენობა 400 უნდა შეადგენდეს.“ განაცხადა აიპრესთან ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, ხულოში სულ 49 საჯარო სკოლაა, აქედან ყველაზე მეტი მოსწავლე დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სკოლას 230 მოსწავლე, ხოლო ყველაზე ნაკლები ტაბახმელის საჯარო სკოლას 9 მოსწავლე ყავს.

Comments
Loading...