- Advertisement -

ხულოს ბიუჯეტი 456 ათას 900 ლარით გაიზარდა და 11 მილიონ 100 ათას ლარს შეადგენს

ხულოს ბიუჯეტი 456 ათას 900 ლარით გაიზარდა და 11 მილიონ 100 ათას ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდა ქონების გადასახადის ხარჯზე მოხდა, აღნიშნული საკითხი დღეს დეპუტატებმა ხულოს მორიგ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ნადიმ ვასაძის განცხადებით თანხის ძირითადი ნაწილი ინფრაქტრუქტურულ ღონისძიებებზე გადანაწილდება, თანხა მოხმარდება სპორტულ ინფრასტრუქტურასაც ვასაძის განცხადეით რამდენიმე სოფელში ახალი სპორტული მოედანის მშენებლობაა დაგეგმილი, ბიუჯეტიდან თანხის დიდი ნაწილი სოფლებში წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობასაც მოხმარდება.

სხდომაზე 2018 წლის პირველი ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელიც განიხილეს როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ნადიმ ვასაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში აქვთ კარგი შედეგი და ბიუჯეტი წინა წლებში თუ სრულდებოდა 80%-ით ანალოგიურ პერიოდში ეხლა 93%-იანი მაჩვენებელი აქვთ.

Comments
Loading...