- Advertisement -

ხულოს დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალი “ხულო FEST” გაიმართა

ფესტივალის ფარგლებში ხელნაკეთი ნივთების და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

პარალელურად გაიმართა ფოლკლორული წარმოდგენები, სადაც ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები „ბერმუხა“, „არგინეთი“, „ხულო“, ვაშლოვანის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლი „ხომლი“, სხალთის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლი „სხალთა“ და ხიხაძირის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხიხანი“ მონაწილეობდნენ.

საღამოს საათებში ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ელექტრონული მუსიკის კონცერტს დასწრებოდნენ, რომელშიც მოწვეული შემსრულებლები მონაწილეობდნენ:
„Sound lab“,
„Groovephonics“
„DJ: Chiki/Rezi“

აგრეთვე, კემპინგის მოყვარულთათვის ერთი დღე-ღამით გამოყოფილია ცენტრალური სტადიონის ტერიტორია, საიდანაც სტუმრებს შეუძლიათ ულამაზესი არგინეთის მთის ხედით დატკბნენ.

ფესტივალის მიზანს ადგილობრივი პროდუქციის და ხულოში მდებარე ტურისტული ადგილების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ფესტივალი ხულოს მუნიციპალიეტის მერიისა და ხულო LAG-ის ერთობლივი ორგანიზებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) მხარდაჭერით, ENPARD ხულო პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

Comments
Loading...