- Advertisement -

ხულოს დრამატულ თეატრში სპექტაკლის “ზვავი” პრემიერა გაიმართა

ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ზვავი“ პრემიერა გაიმართა. რეალური ცხოვრება, რეალური პრობლემა და რეალური შიში – ეს ყველაფერი ერთმოქმედებიანი პიესის სახით ხულოს დრამატული თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს. “ზვავის” ავტორი ცნობილი თურქი დრამატურგი თუნჯერ ჯუჯენოღლუა. სპექტაკლი მოწვეულმა რეჟისორებმა დადგეს. სპექტაკლის პრემიერას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები თეონა ბერიძე და ირაკლი თავბერიძე ესწრებოდნენ.

Comments
Loading...