- Advertisement -

ხულოს მერიაში, სტენდს სადაც ყოფილი მერების ფოტოებია, ბესიკ ბაუჩაძე აკლია

იმისთვის, რომ ხულოს მერის კაბინეტში მოხვდეთ, აუცილებლად მოგიწევთ მიმღები ოთახის გავლა სადაც შეუძლებელია ეს დაფა არ შენიშნოთ, აღნიშნულ დაფაზე ხულოს მუნიციპალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი პირები არიან გამოსახული (ფოტო და მათი მოძვაწეობის წლები).

ბუნებრიავია, აღნიშნული დაფა "აიპრესის" თვალშიც მოხვდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ერთმა ფაქტმამიიპყო, დაფას ერთი პიროვნება აკლია, იქ დრომდე არაა ყოფილი გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ფოტო. „აიპრესმა“ შეეცადა გაერკვია, თუ რატომ არ იყო ყოფილი გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ფოტო, თუმცა უშედეგოდ. ხულოს მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

მსგავსი დაფა შუახევის მერიის შენობაშიც არსებობს, სადაც ყოფილი გამგებლის ტარიელ ებრალიძის ფოტო უკვე არის. რაც შეეხება ქედას, ქედის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით მერიაში მსგავსი დაფა საერთოდ არ აქვთ.

Comments
Loading...