- Advertisement -

ხულოს მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა

 

საკითხი ხულოს რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე განიხილეს, საკითხს ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა, თუმცა ხმათა უმრავლესობით მაინც დაამტკიცეს.

მერის ხელფასი 3500 ლარით და საკრებულოს თავმჯდომრის 3500 ლარით განისაზღვრა. ხელფასები გაეზარდათ მერისს სხვა თნამშრომლებსაც. მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა 2 200 ლარს ხოლო სხვა მოადგილეების შრომითი ანაზღაურება 1800 ლარის რაოდენობით განისაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ მიაწოდა.მისივე ინფორმაციით ხელფასების ზრდა პრემიების ხარჯზე მოხდა და ხულოს მერიაში წელს დანამატები აღარ გაიცემა.

კომისიის და ფრაქციის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1700 ლარის ოდენობით. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომრის მოადგილის ხელფასი კი 1200 ლაროთ. გარდა ამისა პირველადი სტრუქტურული თანამდებობრივი სარგო 1500 ლარით განისაზღვრა , მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 1200 ლარით, რაც შეეხებათ სპეციალისტებს: პირველადი კატეგორიის, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტების განისაზღვრა 700, 800 და 900 ლარის ოდენობით.

Comments
Loading...