- Advertisement -

ხულოს მერის ყოფილი მოადგილე ლაშა ბოლვაძე “Goderdzi Resorts“-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

აღნიშნული კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და კურორტ „გოდერძის“ განვითარებას კურირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ლაშა ბოლქვაძემ დაგვიდასტურა, როგორც თავად აცხადებს აღნიშნულ პოზიციაზე შემოთავაზება მერის მოადგილის პოზიციიდან წასვლის შემდეგ მიიღო, მისივე განცხადებით კომპანიაში ის შესყიდვების მიმართულებით იმუშავებს.

შეგახსენებთ ლაშა ბოლქვაძემ მერის მოადგილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 17 ოქტომბერს დაწერა, იმ დროისთვის მერი გოჩა მელაძე იყო, რომელიც კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, სწორედ ამ დღეს დაბრუნდა მელაძე შვებულებიდან დააკმაყოფილა ლაშა ბოლქვაძის განცხადება და მის ადგილზე ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე დანიშნა. იმავე დღეს კი გოჩა მელაძემ უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკრებულოს მიმართა განცხადებით და აღნიშნული პოზიცია დატოვა.

Comments
Loading...